GCCA-ის სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონში საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა

კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები გაიმართა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის, ლანჩხუთის ვაჟა თოდუას სახელობის N 3 საჯარო სკოლის, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლისა და ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დეტალურად მიმოიხილეს, თუ რა მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იქნას გათვალისწინებული ადგილზე და ონლაინ ვაჭრობისას, როგორ დაიცვან მომხმარებლებმა საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში, ვის უნდა მიმართონ. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე, იმსჯელეს კონკურენციის საკითხებზე.
„სკოლისმოსწავლეებთანშეხვედრაკითხვა-პასუხისრეჟიმშიწარიმართა, სადაცმონაწილეებმამათთვისსაჭირო, აქტუალურსაკითხებზე GCCA-ისწარმომადგენლებისგანდეტალურიპასუხებიმიიღეს.საინფორმაციო-საგანმანათლებლოშეხვედრები, სამომხმარებლოუფლებებისდაცვაზეინფორმირებულობისმიზნით, კონკურენციისადამომხმარებლისდაცვისსააგენტოსსასწავლოკვლევითიცენტრისორგანიზებითადასაქართველოსგანათლების, მეცნიერებისადაახალგაზრდობისსამინისტროსმხარდაჭერითმიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს