ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცეს – 3 პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის, კომერციულ მოსყიდვაში დახმარების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფრომაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფოთში მდებარე ერთ-ერთი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ინსპექტორმა, შუამავლის დახმარებით, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან უკანონოდ მოითხოვა და აიღო თანხა.
ასევე, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მეორე ინსპექტორმა, სხვა პირის თხოვნით, ორგანიზაციის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბი ანგარიში გასცა.
პროკურატურის ინფორმაციით, ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომერციული მოსყიდვა) წარედგინა, მეორეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება და გასაღება), ხოლო მესამეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,221-ე მუხლი მე-3 ნაწილით (კომერციულ მოსყიდვაში დახმარება) და 25,220-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიება უკვე შეეფარდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები – მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება