არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის დაწყებულ საქმეს ავნებს – დიმიტრი სამხარაძე

“ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ, არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ!” – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება.
“ისეთი პოსტები ვნახე, ის დრო გამახსენდა, გახარიამ რომ გვიღალატა და მერე ვიღაცები ამართლებდნენ, არ უღალატია, ბატონ ბიძინასგან შეთანხმებით შექმნა პარტიაო! რეალურად, ასეთი ხალხი მაზაკვალთან გადაბარგებას აპრავებდა, იცოდნენ, რომ გახარია მოღალატე იყო და მასთან ყოფნა ხომ უნდა შეენიღბათ! რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც გახარიას ბოლი სიმართლე ეგონათ და მიხვდნენ თუ არა ტყუილს, გაემიჯნენ. მაგრამ ისინი, ვინც გახარიას ბოლს ასქელებდნენ, მერეც მასთან დარჩნენ, როცა მაზაკვალმა ნაცური ტელევიზიების ეთერიდან ერისკაცის ლანძღვა დაიწყო (რაც პირადად მე არ გავუტარე) და მერეც, როცა ნაცურ მიტინგებზეც დაფიქსირდნენ! ძალიან ჰგავს ზოგიერთების მხრიდან სოცქსელებში ახლანდელი აქტიურობა ახალი ბოლის გაშვებას! თუ ვინმეს იმის ილუზია აქვს, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და მოქმედი ხელმძღვანელობა, სასწორზე დადებს ქვეყნის მომავალს, კონკრეტული პიროვნებების მიერ გაფუჭებული საქმეების მისაჩქმალად, ძალიან ცდება! ჩემს თავზეც გეტყვით, არც ს, არც გრიგოლ ლილუაშვილის და არც რომელიმე ყოფილი ან მოქმედი გუნდის წევრის გამო არ მოვსულვარ “ოცნებაში”. მოვედი მხოლოდ ბატონი ს გამო! ის გზა არის ჩემთვის პრიორიტეტი, რომელიც ერისკაცმა დაიწყო! მისი სიტყვა არის ჩემთვის პირველი და მნიშვნელოვანი. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონი ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს, ხელს შეგვიშლის ქვეყნის განვითარებასა და მშვიდობის შენარჩუნებაში! 2011 წლიდან ვარ საზოგადოებრივი მოძრაობის, “ქართული ოცნების” წევრი, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რითიც ძალიან ვამაყობ და ზუსტად ვიცი, ვინ რას აკეთებდა, აკეთებს და რას ნიშნავს ბატონი ბიძინას ერთგულება! სხვათაშორის, 2011-2012 წლებში გავიცანი ირაკლი ც, რომელსაც არა მარტო პარტიის ცენტრალურ ოფისში, არამედ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონშიც რამდენჯერმე შევხვდი, სადაც მისი ოჯახი აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში. საქართველო ჩვენ ვართ. დიდება უფალს, გაუმარჯოს ჩვენს სამშობლოს”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!