გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე არ იფიქრებს.
ესპანელის თქმით, ის გრძნობს, რომ წარმატების მიღწევა ჯერ კიდევ შეუძლია.
“ასეთ რაღაცებზე 2035 წელს ვიფიქრებ. როდესაც ერთ რამეს მრავალი წლის განმავლობაში აკეთებ, ყველაფერი თანდათან იცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია – კლუბი, ფეხბურთელები და მწვრთნელი… ამას ყველა გრძნობს.
ჩვენ ის აღარ ვართ, რაც თავიდან ვიყავით. ამას ბევრი მიზეზი აქვს. კლუბის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ მე არ მემართება – გუნდი ბევრმა ადამიანმა დატოვა, მათ შორის ჩემი პერსონალის ნაწილმა.
ყველას თავისი მიზნები და შეხედულებები აქვს. მაგრამ ახლა მე აქ ვარ, თქვენს წინ – და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. შემდეგ კი ვნახოთ“, – განუცხადა ესპანელმა BBC-ს.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტის” 2016 წლიდან წვრთნის.
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
“კლუბმა ტრანსფერებზე ბრწყინვალედ იმუშავა, მაგრამ შედეგები არ გვაქვს” – ვან დაიკი
“ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ” – გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს – “სპორტინგი” “ნაპოლისთან” დამარცხდა
“ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია” – რა თქვა ზიდანმა?
“როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა” – გვარდიოლამ “სიტის” ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
“ეს ერთადერთი რამაა, რისიც მეშინია” – ერლინ ჰოლანის გულახდილი ინტერვიუ
“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
“ის, მესი და რონალდო სხვა პლანეტიდან არიან” – გვარდიოლამ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
“მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს” – დავიდ სილვა
“დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია” – ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა