სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ევროპაში შესვლას არ უკრძალავს – ევროკომისია

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რუსეთის პრეზიდენტს ევროპაში შესვლას არ უკრძალავს. აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა
„პუტინი და ლავროვი არიან გაყინული აქტივების სანქციების ქვეშ, მაგრამ ეს არ უკრძალავს მათ მოგზაურობას. ამიტომ ეს მათ არ ეხებათ. შეხვედრა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და ჩვენ არ გავაკეთებთ კომენტარებს ჰიპოთეტურ სცენარებზე, მაგრამ შეხვედრა თუ შედგება, მაშინ, ფაქტებიდან გამომდინარე, მათთვის შესვლა აკრძალული არ არის“, – განაცხადა ჰიპერმა.
კითხვაზე, როგორ შეძლებს პუტინი ბუდაპეშტში მოხვედრას, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირმა რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ევროკომისიას ამისთვის გამონაკლისის დაშვება მოუწევს, ჰიპერმა აღნიშნა, რომ გამონაკლისის დაშვება ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს მოუწევთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა