ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა, დოლართან გამყარდა – კვირის დინამიკა

ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა, დოლართან გამყარდა – კვირის დინამიკა
მიმდინარე კვირაში ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი გაუფასურდა.
უფრო კონკრეტულად:
13 ოქტომბერს 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7111 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1411 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1385 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა.
15 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7108 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0003 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1508 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.
16 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7095 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0013 ლარი შეადგინა..
ევროს კურსი 3.1582 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0074 ლარი შეადგინა.
17 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7079 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0016 ლარი შეადგინა.
ევროს კურსი 3.1680 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0032 ლარით გამყარდა, ევროსთან მიმართებით კი 0.0269 ლარით გაუფასურდა.
bpn.ge