ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, რამაც შეიძლება ომის სწრაფად დასრულებას ხელი შეუწყოს – რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია, ჩვენ აშშ-ის მხრიდან ზეწოლის იმედი გვაქვს

დონალდ ტრამპთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, რამაც შეიძლება ამ ომის სწრაფად დასრულებას ხელი შეუწყოს. განვიხილეთ ჩვენი პოზიციები ბრძოლის ველზე, შორ მანძილზე შესაძლებლობები და საჰაერო თავდაცვის საკითხი, ასევე, რა თქმა უნდა, დიპლომატიური პერსპექტივები. რუსეთმა უნდა დაასრულოს აგრესია, რომელიც თავად დაიწყო და რომელსაც მიზანმიმართულად აჭიანურებს. ჩვენ აშშ-ის მხრიდან ზეწოლის იმედი გვაქვს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ომი „ბრძოლის ხაზზე უნდა გაჩერდეს“.
„ბრძოლის ხაზზე გაჩერდით და ორივე მხარე სახლებში დაბრუნდით, შეწყვიტეთ მკვლელობები. ახლავე ბრძოლის ხაზზე შეჩერდით. პრეზიდენტ ზელენსკის ეს ვუთხარი. პრეზიდენტ პუტინსაც ეს ვუთხარი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ