ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს შორ დისტანციაზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას – Axios
Axios-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის დაძაბულ შეხვედრაზე განუცხადა, რომ ამ ეტაპზე არ აპირებს შორ დისტანციაზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას.
„არავინ ყვიროდა, თუმცა ტრამპი ძალზე მკაცრი იყო”
„ამერიკის პრეზიდენტმა შეხვედრაზე რამდენიმე მკაფიო და მკაცრი განცხადება გააკეთა, ზოგიერთ მომენტში ემოციურიც კი იყო”.
შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა 2.5 საათის შემდეგ- „ვფიქრობ, ამით დასრულდა, ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას,“ — თქვა ტრამპმა და აშშ-სა და რუსეთის დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მიუთითა. ის უახლოეს ორ კვირაში აპირებს პუტინთან შეხვედრას, ბუდაპეშტში.
ტრამპმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი დიპლომატიური წინადადება ომის დასრულებას ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვის გზით , რაც ყველაზე რთული წინადადება სწორედ რუსეთისთვისაა, რომელიც 4 რეგიონის ( ხერსონი, ზაპოროჟია, დონეცკი, ლუჰანსკი) სრულად, უბრძოლველად დათმობას ითხოვს…
ევროპელ ლიდერებთან ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წამოაყენა შეთავაზება, რომ უკრაინისთვის სამშვიდობო გეგმის შედგენა აშშ-სთან თანამშრომლობით განხორციელდეს — ტრამპის ღაზას 20-პუნქტიანი გეგმის მსგავსად….
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შაბათ-კვირას ევროპელი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველების გადაუდებელი სატელეფონო საუბარი დაანანონსა…
