შალვა რამიშვილი: მე ერთს ვიტყვი და ეს არის ჩემი პირადი აზრი. ყველა მოღალატის დედა ვატირე

“რაც გავიგეთ გენერალური პროკურორისგან, ჩხრეკა მიმდინარეობს სამი ძაან ცნობილი პირის და მათთან დაკავშირებული 8 მათი მეგობარი ან ამხანაგი ან მათთან დაკავშირებული პირის სახლში. ეს სამი ვიცით ვინც არის, ყოფილი პრემიერი, ყოფილი გენ.პროკურორი და ყოფილი სუს-ის უფროსი. მე ერთს ვიტყვი და ეს არის ჩემი პირადი აზრი. ყველა მოღალატის დედა ვატირე, და გენ.პროკურორმა ტყუილად არ ჩაატარა ბრიფინგი, გაირკვევა ყველაფერი, ვინ არის მოღალატე, ვინ სხვა არის… ამხელა ამბავი არ დაიწყებოდა ისე, რომ რაიმე მტკიცებულებები არ იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ მალე მტკიცებულებებსაც ვნახავთ. […] ღალატს რაც შეეხება, კორუფციაც ღალატია ისე, რომ იცოდეთ. მაგრამ, ჯერჯერობით, შეიძლება მე რაღაც ვიცი, შეიძლება რაღაც არ ვიცი, მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და ჯერ არ ვლაპარაკობ. ძალიან მალე ყველაფერი იქნება ცნობილი”. – თქვა შალვა რამიშვილმა პროპანგისტული Postv-ს ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად