AfD-ს დეპუტატებმა საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერზე კითხვებით ბუნდესტაგს მიმართეს

ულტრამემარჯვენე პარტიის, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) საპარლამენტო ჯგუფმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას საქართველოში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა. შესაბამისი დოკუმენტი ბუნდესტაგის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
გერმანიის შიდა დაზვერვის ფედერალური სამსახურის მიერ ექსტრემისტების მზარდი რაოდენობის შეფარებაში დადანაშაულებულ პარტიას აინტერესებს:
1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, მართალია თუ არა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ქართული ოპოზიციის ლიდერისგან, მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონება იქირავა?
2. ბოლო ათი კვირის განმავლობაში რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შეხვდა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი?
3. იყო თუ არა ამ შეხვედრების კონკრეტული მიზეზები და თუ კი, რომელი?
4. რა იყო ზემოაღნიშნული შეხვედრების მიზნები?
5. რა თემები განიხილეს ამ შეხვედრებზე?
6. რა მიზეზით გაიმართა ეს შეხვედრები საქართველოში ადგილობრივი ს ჩატარებამდე რამდენიმე კვირით ადრე?
7. რამდენად ხშირად ხვდებოდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს ბოლო 12 კვირის განმავლობაში?
8. ფედერალური მთავრობის პერსპექტივიდან, როგორ შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციურ პოლიტიკოსებთან შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებს?
კითხვების ავტორები AfD-ს დეპუტატები: უდო თეოდორ ჰემელგარნი, გეროლდ ოტენი, ჰაინრიხ კოხი, იან ვენცელ შმიდტი, უვე შულცი, შტეფან კეუტერი და AfD-ს ფრაქცია არიან.
დეპუტატთაგან ერთ-ერთს, შტეფან კეუტერს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 2019 წელს, ის ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნებზე “დამკვირვებლად” იმყოფებოდა.