რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა – მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
„დავდგეთ რუსთაველზე ერთად. ახალი რეპრესიული კანონები უკვე ძალაშია, ამიტომ დღეს რუსთაველზე უნდა ვიყოთ ბევრნი. დავდგეთ დღეს ერთად, გამარჯვებამდე“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
საკანონმდებლო ორგანოს წინ უწყვეტი პროტესტი 324-ე დღეა მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…