ადვოკატის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსს, ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” მისმა ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, მას საქმის მასალები ცოტა ხნის წინ გადასცეს, თუმცა, ის მოცულობითია, რამდენიმე ტომისგან შედგება და ჯერ გაცნობილი არ არის.
სავარაუდოდ, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ხვალ იმსჯელებს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის განცხადებით, ირაკლი შაიშმელაშვილს „ბრალად ედება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…