უკრაინელი მამაკაცები არ აღიარებენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის საკუთრებისათვის ცეცხლის წაკიდების ბრალდებას

ორმა უკრაინელმა მამაკაცმა პარასკევს განაცხადა, რომ უდანაშაულოა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან დაკავშირებული შენობებისათვის ცეცხლის წაკიდების დაგეგმვაში.
21 წლის რომან ლავრინოვიჩი და 35 წლის პეტრო პოჩინოკი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ 1 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი განზრახ ცეცხლის წაკიდების შეთქმულებაში.
მათ, უკრაინაში დაბადებულ რუმინეთის მოქალაქე სტანისლავ კარპიუკთან ერთად, ბრალად ედებათ სტარმერის პირადი სახლისათვის ცეცხლის წაკიდება, ასევე მის საკუთრებაში ადრე მყოფი შენობისა და მის მიერ გაყიდული მანქანის დაწვა.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ საქმე ტერორიზმად არ განიხილება.
„ცხადია, ისინი კოორდინირებული იყვნენ და რაღაც მოტივი ან მიზანი ამოძრავებდათ“, – განაცხადა მოსამართლემ
სასამართლო პროცესის სავარაუდო თარიღად 27 აპრილია დანიშნული.
8-დან 12 მაისის სამ ღამეს ჩრდილოეთ ლონდონში გაჩენილი ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა.
სტარმერი და მისი ოჯახი გასული წლის ივლისში საკუთარი სახლიდან გადავიდნენ და ამჟამად დაუნინგ სტრიტზე, პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში ცხოვრობენ.
სტარმერმა ხანძრებს უწოდა „თავდასხმა ყველა ჩვენგანზე, დემოკრატიასა და ჩვენს ღირებულებებზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში