ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა – მოსახლეობა ევაკუირებულია (ვიდეო)

ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი ამოიფრქვა.

როგორც მედია წერს, ლავა ჩრდილოეთით მდებარე სახლებიდან დაახლოებით 450 მეტრშია და მიედინება ქალაქისკენ.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სადგურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევას წინ ინტენსიური მიწისძვრები უძღოდა.

ამავე ცნობით, გრინდავიკის მცხოვრებლების ევაკუაცია გვიან ღამით მოხდა. ქალაქი ნაწილობრივ ელექტროენერგიის გარეშეა.

ასევე დაგაინტერესებთ