ეკა შარაშიძე: რაც არ უნდა ვანჯღრიოთ სისტემა, რაც არ უნდა ასანქცირონ ივანიშვილი თავისი ვეზირებით, სანამ მკვეთრად არ გამოჩნდება, ვინ იბარებს ქვეყანას, მანამდე არც ხალხი გამოვა და არც …

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
რაც არ უნდა ვანჯღრიოთ სისტემა, რაც არ უნდა ასანქცირონ ივანიშვილი თავისი ვეზირებით, სანამ მკვეთრად არ გამოჩნდება, ვინ იბარებს ქვეყანას, მანამდე არც ხალხი გამოვა და არც სერიოზული სანქციები იქნება.
რა გახდა 50 წესიერი, კვალიფიცირებული კადრის მოძიება და წარდგენა. ხალხს სჭირდება საყრდენი, უნდა ნახოს, ვინ გადაიბარებს დროებით მმართველობას და ვინ ჩაატარებს ახალ არჩევნებს.
ცადეთ, წარადგინეთ და თუ არ იმუშავებს, მერე თქვით, რომ არ მუშაობს.
პოდკასტების და ზეწარი სტატუსების დრო დამთავრებულია, ეს წინასაარჩევნოდ უნდა გექნათ ოპოზიციას და არა ახლა, დიქტატურაში.
რა უდგას წინ ამ ყველაფერს, მართლა არ მესმის.
ახლაც არ არის გვიან, პირიქით, მოსახლეობის უმრავლესობამ ზუსტად იცის, რაც ხდება, უბრალოდ გაფანტულია.
და არ დამიწყოთ შორიდან მარტივიაო, არ არის მარტივი, მერწმუნეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ივანიშვილი ღრმა ჩიხშია, საიდანაც კარგი გამოსავალი არ აქვს, ამიტომ კიდევ ბევრ სიგიჟეს ვნახავთ – მთავარია გვახსოვდეს, რომ ყველა ეს სიგიჟე მხოლოდ რეჟიმის სხეულზე უკვე მძიმედ მოდებული სენის ახალი მეტასტაზია