კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას..არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი – ნატა ფერაძე

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც სამების საკათედრო ტაძარში განთავსებულ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს საღებავი შეასხა, სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
“დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და “შეურაჯღობა” არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორემუნე მიხდის ამაზე მადლობას.
სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.
დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)
ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.
დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ – წერს ნატა ფერაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – რუსების ყმობა „ქართულ ოცნებას“ სუვერენული ქცევა ჰგონია – თან აგინებენ დასავლეთს და თან იქ უნდათ კარგი ცხოვრება, სად დადიან „საგულაოდ“, ვორონეჟში თუ ნიჟნი-ტაგილში? – ყოველ შაბათ-კვირას ევროპაში არიან