უკრაინის მხარდაჭერის გამო, ათენში ბენდ THE TIGER LILLIES-ის კონცერტი გაუქმდა

საბერძნეთის დედაქალაქში The Tiger Lillies კონცერტი გაუქმა. მიზეზი ბრიტანული ბენდის პოლიტიკური შეხედულებები გახდა. ინფორმაციას ბერძნულ მედიებზე დაყრდნობით გამოცემა Meduza ავრცელებს.
კონცერტის ორგანიზატორი ათენური წიგნების მაღაზია Biblioteque იყო. მაღაზიის წარმომადგენლების თქმით მათი მომხმარებლების ნაწილს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ ბენდი ღიად მხარს უჭერს ს.
“ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი ამ კონცერტის გამართვის”. – წერია Biblioteque-ის განცხადებაში.
ბენდის კონცერტი ათენის ისტორიულ ნაწილში მეტროპოლიტენის ახალი სადგურის გახსნის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მხარდასაჭერადაც იმართებოდა.
The Tiger Lillies უკრაინაში 2023 წელს ჩავიდა. ბენდმა კონცერტები კიევსა და ლვოვში გამართა. მოგვიანებით მუსიკოსებმა ახალი ალბომი დააანონსეს, რომელსაც Ukraine ერქმევა.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!