საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ნოემბერში დაასრულებს. ჩვენი გუნდი 15 ნოემბერს თბილისში ესპანეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში ბულგარეთთან სტუმრად ითამაშებს.
ესპანეთთან მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება და ბილეთების გაყიდვა 20 ოქტომბერს biletebi.ge-ზე დაიწყება. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.
პირველი არხი
