თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) D ბლოკთან პარტნიორობით, შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო. რეგულარული შეკრებების მიზანი, ცოდნის გაზიარება, ნეთვორქის გაძლიერება და აქტუალურ თემებზე საუბარია. GAIA-ს ყოველთვიურ შეხვედრებზე, ტექპროფესიონალები შეიკრიბებიან და საინტერესო ტექნოლოგიურ თემებზე იმსჯელებენ, ინდუსტრიაში არსებულ და მიმდინარე სიახლეებს განიხილავენ და ერთმანეთს თავის პროექტებს გაუზიარებენ.
ამავდროულად, GAIA-ს ასოცირებული წევრებისთვის შეხვედრები ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ, როგორ ცვლის მათ ინდუსტრიებს, როგორ გამოიყენონ უკეთესად თავის საქმეში და რა სიახლეებია -ის მიმართულებით.
„GAIA-ს მიზანი საქართველოში AI-ის და მონაცემთა მეცნიერების პროფესიული საზოგადოების გაძლიერებაა. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი ცოდნისა და გამოცდილების მუდმივი გაზიარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება GAIA-ს Meetup-ები, რომელიც ყოველთვიურად ჩატარდება” – გიგი გიორგაძე, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
Meetup შეხვედრების მთავარი მხარდამჭერია .
„GAIA-სთან თანამშრომლობით, ვაგრძელებთ იმ ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობს AI-ისა და მონაცემთა მეცნიერების სფეროში განათლების ხელმისაწვდომობას, ცოდნის გაზიარებას და პროფესიული ეკოსისტემის გაძლიერებას.ხელოვნური ინტელექტის სფეროში მთავარია გჯეროდეს, იკვლიო, ისწავლო და შექმნა ახალი. გვჯერა, რომ Meetup-ების შეხვედრების სერია ხელს შეუწყობს ახალი თაობის განათლებას და საქართველოში ტექეკოსისტემის განვითარებას“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
პირველი შეხვედრა 16 ოქტომბერს ჩატარდა. თიბისის გუნდის პროფესიონალმა სპიკერებმა თეა ყიფშიძემ და არჩილ ქსოვრელმა აუდიტორიას AutoML-ის განვითარების და დანერგვის გამოცდილება და პრაქტიკები გაუზიარეს.
შეხვედრები თვეში ერთხელ, ფიზიკურად ჩატარდება, გაეცანით Meetup-ების კალენდარს, დარეგისტრირდით და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემის განხილვას.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”