„თავის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. განსაკუთრებული საპოლიციო ღონისძიებით მოხდა მისი დაკავება, იარაღებით, სპეცრაზმით შეუვარდნენ ადამიანს, რომელიც არსად იმალებოდა, არსად გარბოდა, სახლში ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომლის თვალწინაც მოხდა გაკოჭილი თოლორაიას სახლიდან გაყვანა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ ამ სასამართლოში სამართალს იპოვის, მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე არაფერს გაითვალისწინებს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას შეუფარდებს. ბრალის წარდგენა ოფიციალურად არ მომხდარა, სავარაუდოდ, მას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მიხეილ თოლორაია პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, რომელიც კანონთან კონფლიქტში არასდროს ყოფილა“, – განაცხადა ყურუამ.




