ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმი – კარგი მეზობლური ურთიერთობები

ევროკავშირში გაწევრების კანდიდატი ქვეყნების შეფასების სტრუქტურა სისტემატიზირებულია 6 კლასტერისა და 35 თავის მიხედვით. შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია კარგი მეზობლური ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობა“ (GOOD NEIGHBOURLY RELATIONS AND REGIONAL COOPERATION). გაფართოების ქვეყნების 2024 წლის ევროკომისიის შეფასების ანგარიშებმა ასახა როგორც დადებითი, ასევე, ნეგატიური რეალობა. კანდიდატ ქვეყნებს მრავალი და კომპლექსური ბუნების პრობლემები აქვთ მეზობლებთან ურთიერთობებში, განსაკუთრებით ეს გამოხატულია დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთ ქვეყანასა და თურქეთში.

ზოგადად, გაფართოების ქვეყნებში არის მოუწესრიგებელი და გადაუწყვეტელი ტერტორიული (და სასაზღვრო) საკითხები, სეპარატისტულ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემები. თვით კოსოვოს აღიარების/არ აღიარების პოლიტიკაც განსხვავებულია კანდიდატ ქვეყნებში. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა უჭერს მხარს, მაგრამ რამდენიმე კანდიდატი ქვეყანა არ მიუერთდა ს წინააღმდეგ განცხადებებს. დასავლეთ ბალკანეთში 90-იანი წლების ომებისა და შემდგომი კონფლიქტების მძიმე მემკვიდრეობის ნუანსები ჯერ კიდევ ღია და დაუსრულებელია.

  • იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის შემდეგ, 1992 წელს შეიქმნა იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში დარჩნენ სერბეთი და მონტენეგრო. 2006 წელს მონტენეგრო გავიდა და სერბეთი გახდა სუვერენული სახელმწიფო. 2008 წელს, სერბეთის შემადგენლობაში მყოფმა კოსოვომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დღემდე სერბეთი აყენებს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს. სერბეთის ოფიციალური ენაა სერბული; მოსახლეობა, დაახლოებით, – ექვსი მილიონ ხუთას სამოცდაშვიდი ათასი (6 587 000), 83 % – ქრისტიანი. კოსოვოს ოფიციალური ენებია ალბანური და სერბული; მოსახლეობა, დაახლოებით, მილიონ ხუთას ოცდაშვიდი ათასი (1 527 000); 93% – ისლამი.
  • მონტენეგრომ 2006 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მონტენეგროში ოფიციალური ენებია სერბული, ალბანური, ბოსნიური, ხორვატული. მოსახლეობა, დაახლოებით, ექვსას ოცდაოთხი ათასი (624 000), 75 % – ქრისტიანი.
  • იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1992 წელს ბოსნია და ჰერცეგოვინამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ოფიციალური ენებია ხორვატული, სერბული და ბოსნიური. მოსახლეობა, დაახლოებით, სამი მილიონ ასსამოცდაოთხი ათასი (3 164 000), 51% – მუსლიმი; დღემდე პრობლემებია სერბთა დასახლების სრპსკას რესპუბლიკასთან მიმართებით.
  • იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, ხორვატიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ომი 4 წელი მიმდინარეობდა; ოფიციალური ენა ხორვატული, მოსახლეობა, დაახლოებით, – 3 მილიონ რვაას სამოცდაექვსი ათასი (3 866 000), 87% – ქრისტიანი.
  • ალბანეთის ოფიციალური ენაა ალბანური; მოსახლეობა, დაახლოებით, – ორი მილიონ შვიდას თოთხმეტი ათასი (2 714 000), 60% – ისლამი; ალბანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა.
  • იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მაკედონიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1993 წელს საერთაშორისო საზოგადოებამ ქვეყანა აღიარა სახელით – „ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია“ საბერძნეთთან კონფლიქტის გამო. საბოლოოდ, 2019 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება საბერძნეთთან და ოფიციალურად ქვეყნის სახელად მიღებულ იქნა ჩრდილოეთ მაკედონია. ოფიციალური ენებია – მაკედონური, ალბანური. მოსახლეობა, დაახლოებით, – მილიონ შვიდას ოთხმოცდათორმეტი ათასი (1 792 000), 60% – ქრისტიანი.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს, მოლდოვამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ოფიციალური ენაა რუმინული; მოსახლეობა, დაახლოებით, – ორი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრა ათასი (2 389 000); 95% – ქრისტიანი; აქვს დნესტრისპირეთის და გაგაუზიის სეპარატიზმის პრობლემები.
  • საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს მ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ოფიციალური ენაა უკრაინული. მოსახლეობა, დაახლოებით, – ოცდაშვიდმეტი მილიონ რვაას სამოცი ათასი (37 860 000); 87% – ქრისტიანი. რუსეთისგან ოკუპირებული ტერიტორიებით.
  • თურქეთის ოფიციალური ენაა თურქული. მოსახლეობა, დაახლოებით, – ოთხმოცდახუთი მილიონ ხუთას თვრამეტი ათასი (85 518 000), 98% – მუსლიმი. დაძაბული ურთიერთობებია საბერძნეთთან, კვიპროსთან, ქურთებთან (სირია, ერაყი), სომხეთთან, ირანთან.

გაფართოების ათივე ქვეყნის აღორძინების, განვითარების, გაძლიერების, მხარდაჭერის, ურთიერთდაახლოებისა და დახმარების სფეროში ევროკავშირს კოლოსალური ფინანსები და შრომა აქვს გაწეული.

ქვემოთ მოცემულია ევროკომისიის 2024 წლის შეფასებებიდან ამონარიდები კანდიდატი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის თაობაზე:

საქართველო:

  • საქართველო აქტიურად მონაწილეობს რეგიონული თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმებში, მათ შორის: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“, ცენტრალურ ევროპული ინიციატივის (CEI), შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC), დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – გუამის (GUAM), სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის პროცესის (SEECP) და რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს (RCC) ფარგლებში.
  • საქართველოზოგადადინარჩუნებს კეთილმეზობლურ ორმხრივ ურთიერთობებს როგორც მეზობელისე გაფართოების პროცესში მყოფ ქვეყნებთან. 2023 წელს საქართველომ გააძლიერა ჩართულობა და კიდევ უფრო გააფართოვა თანამშრომლობის სპექტრი ალბანეთთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სერბეთთან, განსაკუთრებით მათი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში დაგროვილი გამოცდილებისა და ექსპერტიზის გათვალისწინებით…
  • საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
  • საქართველო ინარჩუნებს კარგ ურთიერთობებს მეზობელ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან – რუმინეთთან და ბულგარეთთან, განსაკუთრებული აქცენტით შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობაზე.
  • საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ხასიათდება მაღალი დონის კონტაქტებით. თურქეთი ევროკავშირის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, და მხარეები თანამშრომლობენ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, სამხრეთის გაზის დერეფანი და საერთაშორისო პროექტი „შუა დერეფანი“.
  • საქართველო და უკრაინა 2017 წლიდან ახორციელებენ სტრატეგიულ პარტნიორობას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტსთუმცა უკრაინამ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს მიერ ევროკავშირის სანქციებთან არშეერთების და სამხედროტექნიკური თანამშრომლობის არქონის გამო.
  • საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ასოცირების ტრიოს წევრებს, ტრადიციულად გააჩნიათ კარგი ორმხრივი ურთიერთობები.

მოლდოვა

  • მოლდოვა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმებში. 2023 წელს მან დაიკავა ცენტრალურ ევროპული ინიციატივის (CEI) თავმჯდომარეობა… 2023 წლის სექტემბერში მოლდოვა უკრაინასთან ერთად შეუერთდა „სამი ზღვის ინიციატივას“ (Three Seas Initiative, TSI) ასოცირებული წევრის სტატუსით…
  • მოლდოვა ერთგულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის მიმართ და კვლავაც ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს როგორც მეზობელ ქვეყნებთანისე რეგიონში არსებულ სხვა კანდიდატ ქვეყნებთან.
  • თანამშრომლობა უკრაინასთან წარმოადგენს მოლდოვის საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიმართულებას, ხოლო ორივე ქვეყნის კანდიდატის სტატუსი დამატებით შესაძლებლობებს ქმნის მჭიდრო ურთიერთქმედებისთვის. მოლდოვის მთავრობა თანმიმდევრულად უერთდება საერთაშორისო განცხადებებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო აგრესიას გმობს, და გამოხატავს სოლიდარობას უკრაინის მიმართ.
  • სამმხრივი თანამშრომლობა უკრაინასა და რუმინეთთან კიდევ უფრო გააქტიურდა ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტრანსპორტისა და კავშირის მიმართულებით როგორც ტექნიკურ, ისე მაღალ დონეზე.

თურქეთი

  • თურქეთმა კვლავაც უარი განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის აღიარებასა და მასთან თანამშრომლობაზე.
  • თურქეთმა არ უზრუნველყო ასოცირების შეთანხმების დამატებითი პროტოკოლის სრული და არადისკრიმინაციული განხორციელება და არ მოხსნა ყველა ბარიერი საქონლის თავისუფალი მიმოქცევის გზაზე, მათ შორის – შეზღუდვები, რომლებიც ეხება პირდაპირ სატრანსპორტო კავშირებს კვიპროსის რესპუბლიკასთან. თურქეთმა ასევე უარი განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკასთან თანამშრომლობაზე უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში.
  • თურქეთიაგრძელებსსაერთაშორისოორგანიზაციებშიგაწევრიანების მიზნით კვიპროსისრესპუბლიკისგანცხადებებზე ვეტოს უფლების გამოყენებას.
  • თურქეთმა გააგრძელა სამხედრო წვრთნები კვიპროსის საზღვაო ზონებში. თურქეთმა გაზარდა ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაცია. გაგრძელდა თურქეთის მხრიდან კვიპროსის მეთევზეთა გემების შევიწროების შემთხვევებიც.
  • ანგარიშგებისპერიოდშითურქეთმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება კვიპროსში გაეროს სამშვიდობო ძალების (UNFICYP) მანდატის გაგრძელების შესახებ, თურქი კვიპროსელი საზოგადოების თანხმობის გარეშე, და სამშვიდობო მისიას ბრალად დასდო მიკერძოებულობა.
  • საერთაშორისო აღიარების არმქონე „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“ 2022 წლიდან თურქულ სახელმწიფოების ორგანიზაციაში (OTS) დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს, რაც არღვევს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და გაეროს ქარტიას. ევროკავშირი საერთაშორისო სამართლის სუბიექტად აღიარებს მხოლოდ კვიპროსის რესპუბლიკას.
  • დადებითიატმოსფეროდათურქეთსა და საბერძნეთს შორის უთიერთობების აღდგენა 2023 წლის თებერვლის მიწისძვრების შემდეგ უფრო გამყარდა. 2023 წლის დეკემბერში, ათენში, ხელი მოაწერეს ათენის მეგობრობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების დეკლარაციას.
  • 2023 წლის თებერვლიდან თურქეთის მიერ საბერძნეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა. მიუხედავადამისა, 2024 წელს კვლავ აღირიცხა საბერძნეთის ტერიტორიული წყლების დარღვევის ფაქტები, რომელთა რაოდენობა 2023 წელთან შედარებით გაიზარდა.
  • 2024 წლისივლისშითურქეთიშეეცადადაებრკოლებინაGreat Sea Interconnector-ევროკავშირის საერთო ინტერესის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევითი საქმიანობა.
  • 2019 წელს თურქეთსა და ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობას (GNU) შორის საზღვაო იურისდიქციის ზონების განსაზღვრის შესახებ გაფორმებული მემორანდუმი არღვევს მესამე სახელმწიფოების სუვერენულ უფლებებს.
  • თურქეთმა უნდა შეიკავოს თავი ისეთი მუქარებისა და ქმედებებისგანრომლებიც ზიანს აყენებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. ორმხრივი ურთიერთობები სხვა გაფართოების ქვეყნებთან მთლიანობაში პოზიტიურად ვითარდებოდა, თუმცა კვლავ რთული რჩებოდა ევროკავშირის ზოგიერთ მეზობელ წევრ ქვეყანასთან, განსაკუთრებით საბერძნეთთან და კვიპროსთან.
  • თურქეთისპოლიტიკადასავლეთბალკანეთშიკვლავთანხვედრაშიიყოევროკავშირისსტრატეგიულმიზნებთან – რეგიონულისტაბილურობის, ევროატლანტიკურიინტეგრაციისადაეკონომიკურიგანვითარებისხელშეწყობისმიმართულებით. თურქეთი თავს წარმოაჩენდა ევროკავშირის პარტნიორად რეგიონშიამავდროულად იყენებდა საკუთარ კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს გავლენის გასაძლიერებლად.
  • თურქეთი განაგრძობდა მოთხოვნებს რეგიონის ქვეყნებში .გიულენის მოძრაობის წევრებზე ზომების მიღების შესახებ – მათ შორის, მათი ექსტრადიციისა და ამ მოძრაობასთან დაკავშირებული სკოლებისა და ბიზნესების დახურვის მოთხოვნით.
  • თურქეთის ურთიერთობები ალბანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დონეზეა და ხასიათდება რეგულარული მაღალი დონის კონტაქტებით, რომლებიც კიდევ უფრო გაძლიერდა. თურქეთმა განაგრძო ალბანეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის მხარდაჭერა.
  • თურქეთი დარჩა ბოსნია და ჰერცეგოვინას მჭიდრო პარტნიორად და მხარს უჭერდა მის პოლიტიკურ ერთობასტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტსმხარეებმა კვლავ დაადასტურეს მზადყოფნა სარაევო–ბელგრადის ავტომაგისტრალის მშენებლობის მიმართ, რომლის დაფინანსებაზეც ვალდებულება აიღო თურქეთმა.
  • თურქეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა სერბეთთან. ორივე ქვეყნის პრეზიდენტები ინარჩუნებდნენ ხშირ კონტაქტს. გარკვეული უთანხმოება დაფიქსირდა თურქეთის მხარდაჭერასთან დაკავშირებით კოსოვოს წევრობის მიმართ ევროპის საბჭოში და გაეროს გენერალური ასამბლეის სრებრენიცის გენოციდის რეზოლუციასთან დაკავშირებით. თურქეთი ინარჩუნებდა მყარ კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს კოსოვოსთან და განაგრძობდა მისი საერთაშორისო აღიარების მხარდამჭერ პოლიტიკას. 2024 წლის იანვარში თურქეთმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას.
  • თურქეთის ურთიერთობები უკრაინასთან სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებსმიუხედავად ამისათურქეთი არ შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგრომელიც უკავშირდება რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში.

სერბეთი

  • სერბეთი განაგრძობდა მჭიდრო თანამშრომლობას ბოსნია და ჰერცეგოვინასთანხორვატიასა და მონტენეგროსთან სარაევოს დეკლარაციის პროცესის ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად დევნილთა საკითხების მდგრადი გადაწყვეტის მიზნით.
  • 2023 წლის 30 იანვრის შემდეგ ხორვატიასთან ორმხრივი შეხვედრა არ ჩატარებულა.
  • მიუხედავად გარკვეული დადებითი დინამიკისა, კოსოვოსა და სერბეთის თანამშრომლობა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კვლავ დაბრკოლებულ იქნა ორივე მხარის არაკონსტრუქციული ქცევით.
  • სერბეთი აღიარებს ბოსნია და ჰერცეგოვინას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა ამავდროულად ავითარებს და საჯაროდ აძლიერებს სპეციალურ ურთიერთობებს რესპუბლიკას რპსკასთან. სერბეთმა შექმნა ერთობლივი საპარლამენტო ფორუმი რესპუბლიკა სრპსკასთან და 2024 წლის ივნისში ბელგრადში გამართა „სერბი ხალხის საერთო მომავლის“ შესახებ შეხვედრა.
  • მონტენეგროსთან ურთიერთობები საერთო ჯამში სტაბილურიათუმცა პერიოდულად ჩნდება ურთიერთბრალდებები. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აღდგა დიპლომატიური ურთიერთობები ელჩის დონეზე.
  • სერბეთი არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებსსერბეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აგრძელებს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას უკრაინისთვის.

ჩრდილოეთ მაკედონია

  • ჩრდილოეთ მაკედონიაზოგადადინარჩუნებს კარგ ორმხრივ ურთიერთობებს როგორც სხვა გაფართოების ქვეყნებთანისე მეზობელ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან...
  • უკრაინასთან ურთიერთობები განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო აგრესიის ომი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ მაკედონიამ უკრაინას გაუწია როგორც ჰუმანიტარული, ასევე სამხედრო დახმარება და სრულად შეაჯერა თავისი პოლიტიკა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციურ პაკეტებთან.
  • ანგარიშგების პერიოდში ბულგარეთთან ურთიერთობები კონცენტრირებული იყო ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესის შემდეგ ეტაპებზე. ბოლო თვეებში, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ინდივიდუალური პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.
  • საბერძნეთთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა, განსაკუთრებით ურთიერთდაინტერესების სფეროებში. ორმხრივი შეთანხმებების კეთილსინდისიერი განხორციელება, მათ შორის პრესპის შეთანხმება, კვლავაც გადამწყვეტ მნიშვნელობას ინარჩუნებს.
  • 2024 წლის მაისშიპარლამენტში ფიცის დადებისასახლად არჩეულმა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა ქვეყანა მოიხსენია როგორც „მაკედონია“ კონსტიტუციური სახელწოდების ნაცვლადრაც შემდგომში ასევე გაიმეორეს რამდენიმე მთავრობის წარმომადგენელმააღნიშნული პრაქტიკა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას პრესპის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით.

ბოსნია და ჰერცეგოვინა

  • ბოსნია და ჰერცეგოვინა აგრძელებდა მჭიდრო თანამშრომლობას ხორვატიასთანმონტენეგროსა და სერბეთთან, 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძებნადსარაევოს დეკლარაციის პროცესის ფარგლებში.
  • მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად კვლავ დაკარგულად ითვლება 7 608 პირი. 2023 წელს იდენტიფიცირებული იქნა 52 დაკარგული პირი, ხოლო 2024 წელს – 4.
  • ბოსნია და ჰერცეგოვინა, ზოგადად, ინარჩუნებს კარგ ორმხრივ ურთიერთობებს როგორც სხვა გაფართოების ქვეყნებთან, ისე მეზობელ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ალბანეთთან ურთიერთობები ახალ დონეზე ავიდა – 2023 წლის დეკემბერში ალბანეთმა გახსნა საელჩო სარაევოში.
  • კოსოვოსთან ოფიციალური ურთიერთობები არ არსებობს, რადგან ბოსნია და ჰერცეგოვინა არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობასდა ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მკაცრი ვიზის რეჟიმი.
  • მონტენეგროსთან პერიოდულად ტარდება მაღალი დონის ვიზიტები. შეთანხმებული საზღვრის დელიმიტაცია ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული.
  • სერბეთთან ურთიერთობები ასევე კარგია და ზოგადად სტაბილური, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეას სრებრენიცის გენოციდის რეზოლუციამ გამოიწვია გარკვეული პოლიტიკური დაძაბულობა… ორივე ქვეყანამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის დადგენის საკითხზე.
  • ბოსნიადაჰერცეგოვინამხარსუჭერსუკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს რუსეთის აგრესიულ ომს. ორმხრივი ურთიერთობები, ზოგადად, კარგია, თუმცა მათზე უარყოფითად აისახა რესპუბლიკა სრპსკას წარმომადგენელთა ნეიტრალური პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ.
  • ხორვატიასთან ურთიერთობები მთლიანობაში კარგია, თუმცა გარკვეულ ორმხრივ საკითხებზე კვლავ რჩება დაძაბულობა.

ალბანეთი

  • ალბანეთი ზოგადად ინარჩუნებს კარგ ორმხრივ თანამშრომლობას გაფართოების სხვა ქვეყნებსა და მეზობელი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან. ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ურთიერთობები გაუმჯობესდა. ალბანეთმა გახსნა საელჩო სარაევოში 2023 წლის დეკემბერში.
  • ალბანეთი მიესალმა ვიზალიბერალიზაციას კოსოვოსთვის და მხარს უჭერს კოსოვოს წევრობის განაცხადს ევროპის საბჭოში.
  • თურქეთი აგრძელებს ზეწოლას ალბანეთზე „გიულენის“ მოძრაობის განადგურების მიზნით.
  • უკრაინასთან ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა ანგარიშგების პერიოდში. ალბანეთმა მიაწოდა ფართო სამხედრო დახმარება.
  • საბერძნეთთან ურთიერთობები ზოგადად კარგია, პოლიტიკური კონტაქტები გრძელდება, თუმცა ბერძნული უმცირესობის უფლებები კვლავ რჩება უთანხმოების საგნად.

მონტენეგრო

  • მონტენეგრომ გააგრძელა მჭიდრო თანამშრომლობა ხორვატიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და სერბეთთან სარაევოს დეკლარაციის პროცესის ფარგლებში. მონტენეგროს დაკარგული პირების კომისიამ გააგრძელა თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის პროტოკოლების ფარგლებში.
  • მონტენეგრო ზოგადად ინარჩუნებს კარგ ორმხრივ ურთიერთობებს რეგიონში გაფართოების სხვა ქვეყნებსა და მეზობელ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან.
  • ბოსნია და ჰერცეგოვინასთან ურთიერთობები ზოგადად კარგია. შეთანხმებული სასაზღვრო ნიშნულები ჯერ ფიზიკურად არ არის მონიშნული. პოლიტიკური დაძაბულობა მონტენეგროში გამოწვეული იყოს რბსკას რესპუბლიკის ლიდერის 2024 წლის თებერვლის ვიზიტით და UN-ის რეზოლუციით სრებრენიცის საკითხზე.
  • კოსოვოსთან ურთიერთობები კარგია, რამდენიმე მინისტრთა დონეზე კონსულტაციით, თუმცა პერიოდულად მიმდინარეობს პარტიული დაძაბულობა პარლამენტის უმრავლესობაში, განსაკუთრებითკოსოვოს ევროპის საბჭოში წევრობასთან დაკავშირებით.
  • სერბეთთან ურთიერთობები ზოგადად სტაბილურიათუმცა პერიოდულად წარმოიქმნება ურთიერთშეტაკებები.
  • მონტენეგრომ განაგრძო უპირობო მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, მათ შორის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების მიწოდებით.
  • ხორვატიასთან ურთიერთობები გაღიზიანებული რჩებაარსებული ორმხრივი საკითხების გამომათ შორის სასაზღვრო დემარკაციისა და „იადრანის“ გემის საკუთრების საკითხებზე.

უკრაინა

  • რუსეთის გაუმართლებელი სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ აგრძელებს გავლენას უკრაინის ურთიერთობებზე გაფართოების ქვეყნებთან და მეზობელ წევრ სახელმწიფოებთანასევე რეგიონულ ფორმატებში განხორციელებულ აქტივობებზე.
  • უკრაინასა და საქართველოს შორის 2017 წელს დაწყებული სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ იმყოფება განხორციელების ეტაპზე საქართველოს მხარდაჭერით უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. უკრაინა გამოთქვამს შეშფოთებას, რომ საქართველომ არ დაუჭირა მხარი რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციებს და არ თანამშრომლობს სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯანმრთელობის მდგომარეობამ დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია.
  • თურქეთი წარმოადგენს უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორს. ორმხრივი ურთიერთობები გამყარდა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თურქეთის ტექნიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო მხარდაჭერის შედეგად უკრაინის მიმართ, აგრეთვე იმით, რომ თურქეთმა თანასპონსორობა გაუწია გაეროს რეზოლუციას, რომლითაც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. 2024 წლის იანვარში უკრაინამ და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც თურქულ კომპანიებს შესაძლებლობა მიეცემათ, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში მიიღონ მონაწილეობა. მიუხედავად ამისათურქეთი არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსთავის მხრივუკრაინა წარსულში არ შეუერთდა ყველა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განცხადებასრომლებიც ეხებოდა თურქეთს.
  • უკრაინასა და სერბეთს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. სერბეთი უკრაინის მთავარი სავაჭრო პარტნიორია დასავლეთ ბალკანეთში, თუმცა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის. უკრაინამ არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, თუმცა გამოხატა მხარდაჭერა ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე დიალოგის გაგრძელებისათვის ბელგრადსა და პრიშტინას შორის.

გამოყენებული წყაროები:

/მასალა მოამზადა ასოციაციამ „შეკი“ (შრომისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტი) ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის ფარგლებში „ევროპული ინტეგრაციის დაიჯესტი“/

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა