“განათლების რეფორმის” ორი მთავარი მიზანი – “უნივერსიტეტების დამორჩილებაც ადვილად მოხდება”

განათელის პოლიტიკის ექსპერტი, განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) და PHI BETA DELTA INTERNATIONAL SCHOLARS – წევრი, განათლების საერთაშორისო კონსულტანტი მოლდავეთში, ში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, საქართველოში, შალვა ტაბატაძე, ქართული ოცნების განათლების რეფორმის პრეზენტაციას ეხმაურება და ამბობს:
პირველი, რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის, რომ საქართველო უნდა დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ყველა იმ ინიციატივისგან, რომელიც წარმოდგენილია, ეს იქნება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, მაგისტრატურის 1 წლამდე დაყვანა, ეს იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემცირება, დაფინანსების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, აკადემიური თავისუფლების შეზრუდვა თუ ა.შ., ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი და ეს მიზანიც, ფაქტობრივად, ცალსახად გაცხადებულია. მეორე მიზანი, რა თქმა უნდა, არის ისედაც დამორჩილებული უნივერსიტეტების მეტად დამორჩილება. ვგულისხმობ წმინდად მმართველობითი თვალსაზრისით, ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც არ არის დამორჩილებული და ამ რეორგანიზაციის შედეგად ეს დამორჩილებაც მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რეორგანიზაციას ახლავს მმართველი რგოლის და მმართელობითი სისტემის შეცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა