თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბაიბა ბრაჟეს შეხვდნენ.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა „ივანიშვილის რეჟიმისთვის“ სანქციების დაწესება იყო.
„პარტიის თავმჯდომარემ შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ ივანიშვილის და მისი რეჟიმის გამო არ უნდა დაისაჯონ საქართველოს მოქალაქეები, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ უვიზო მიმოსვლა და სანქციები უნდა დაუწესდეს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს და მოძალადეებს, რომლებიც ყოველდღიურად არღვევენ ქართველი ხალხის უფლებებს”, – ნათქვამია „ნაციონალური მორაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…