ადვოკატი – გიორგი ტალახაძე ახალციხეში, საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, ის ყოფილი პოლიციელია – რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, საქმე 4 ოქტომბერს ეხება

გიორგი ტალახაძე ყოფილი პოლიციელია – რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, იგი დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით,- ამის შესახებ დღეს დაკავებული აქტივისტის, გიორგი ტალახაძის ადვოკატმა ნათია ჩაჩანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი ტალახაძე დღეს, ახალციხეში გამთენიისას დააკავეს.
„გიორგი ტალახაძე გადმოყვანილია ახალციხიდან, ჯერ ზაჰესში, ახლა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადმოიყვანეს, იქიდან გამომდინარე, რომ ის ყოფილი პოლიციელია. რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, საქმის მასალებს არ გავცნობივარ, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით იგი დაკავებულია 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით. ის დაკავებულია ახალციხეში, მის საცხოვრებელ ბინაში, გამთენიისას, დილის 6 საათზე. 30 პოლიციელი დაადგა თავზე და თბილისში წამოიყვანეს.
დეტალურ ინფორმაციას გიორგი მომაწვდის, როდესაც მას შევხვდები“, – განაცხადა ნათია ჩაჩანიძემ.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…