Global Finance-მა საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება სამომხმარებლო და კორპორატიულ AI ბანკის კატეგორიაში მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა

Global Finance-ის ჯილდო „ In Finance“ ორ რაუნდად გაიმართა. პირველ ეტაპზე გამოვლინდა საუკეთესო ფინანსური კომპანიები ქვეყნის და რეგიონის მასშტაბით, მეორე ეტაპზე კი ჯილდოს გლობალური გამარჯვებულები დასახელდნენ.

მეორე რაუნდში გამარჯვებულ ბანკებს შორის მოხვდნენ DBS Bank-ი, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები.

World’s Best Digital Banks 2025-ისა და AI In Finance Awards-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკს Global Finance-ისგან ჯამურად ათი ჯილდო გადაეცა, აქედან AI in Finance დაჯილდოების ფარგლებში, სოლოს მიმართულებამ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.

მომსახურების მიზნობრივი მომხმარებლების იდენტიფიცირებისთვის შექმნილმა AI მოდელმა Global Finance-ის მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

SOLO-ს ინოვაციური პროექტი ს (AI) მოდელს სოლო მომსახურებისთვის მიზნობრივი მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის იყენებს. პროექტის ფარგლებში შემუშავებული AI მოდელი აანალიზებს მონაცემთა დიდ მოცულობას, რათა ზუსტად განსაზღვროს ის მომხმარებლები, ვისთვისაც SOLO-ს პერსონალიზებული მომსახურება ყველაზე აქტუალური და საჭიროა. მანქანური დასწავლის ალგორითმების მეშვეობით, SOLO-მ შეძლო ტრადიციული მარკეტინგული მიდგომების დახვეწა და რესურსების ეფექტურად წარმართვა. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მნიშვნელოვნად შემცირდა ახალი მომხმარებლის იდენტიფიცირებაზე დახარჯული დრო და ძალისხმევა, რამაც გაზარდა ოპერაციული ეფექტურობა და მოგვცა შესაძლებლობა, დაზოგილი დრო მომხმარებლებზე მეტ ზრუნვას დავუთმოთ.

SOLO მომხმარებელმა კი, რომელსაც რეალურად ესაჭიროებოდა პრემიუმ საბანკო მომსახურება, პროაქტიურად მიიღო მათზე მორგებული, პერსონალიზებული შეთავაზებები. ამან გაზარდა მათი კმაყოფილება და ლოიალობა ბანკის მიმართ.

თათია ტუღუშიანალიტიკური პროექტების ლიდი: ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი მიზანი იყოშეგვექმნა ინსტრუმენტირომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდახელოვნურმა ინტელექტმა მოგვცა შესაძლებლობაჩვენი რესურსები მივმართოთ იქსადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროამომხმარებლებს კი შევთავაზოთ არა უბრალოდ პროდუქტიარამედ მათზე მორგებული გამოცდილებაეს ჯილდო წარმოადგენს ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომისა და ინოვაციური ხედვის აღიარებასჩვენ ვაგრძელებთ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების კვლევასრათა მომავალში კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი სერვისები და შევქმნათ საუკეთესო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თინათინ ბრეგვაძესოლოს ბიზნესის განვითრების სამსახურის უფროსის მოადგილეაღნიშნული ჯილდო განსაკუთრებული აღიარებაა ჩვენთვისრადგან კონკურენციას ვუწევდით DBS Bank-, Citi, CTBC და სხვა მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებსხელოვნური ინტელექტის როლი მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორისთვისრადგანიძლევა შესაძლებლობასშექმნას პერსონალიზებული გამოცდილებაგააუმჯობესოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი და ამაღლოს ოპერაციული ეფექტურობა. SOLO მომავალშიც განაგრძობს ამ ტრანსფორმაციის გზაზე სვლას და მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნას.“

აღსანიშნავია, რომ ჯილდოს ფარგლებში, აპლიკანტები მსოფლიო დონის CGI-ს ექსპერტებმა შეაფასეს, ხოლო გამარჯვებულები Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს.

“Global Finance- სიამაყით წარმოგიდგენთ პირველ AI in Finance-ის ჯილდოს გამარჯვებულებსჩვენი რედაქციული მიუკერძოებლობისა და სიზუსტის 38 წლიანი მემკვიდრეობამსოფლიოს საუკეთესო ბანკების გამოვლენის 26 წლიანი პრაქტიკა და გამოცდილება გვაძლევს საკმარის კვალიფიკაციას იმისათვისრომ წარმოგიდგინოთ პირველი ჯილდო ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებითფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეათუმცამას დიდი ზრდის პოტენციალი აქვსგვჯერარომ Global Finance-ის AI in Finance ჯილდო ხელს შეუწყობს აღნიშნულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას”, – აღნიშნავს ჯოზეფ ჯიარაპურო, Global Finance-ის რედაქტორი და დამფუძნებელი.