ვოლოდიმირ ზელენსკი Patriot-ის სისტემების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, -ში ვიზიტის ფარგლებში Patriot-ის სარაკეტო სისტემების მწარმოებელი კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
„შევხვდი თავდაცვის კომპანია Raytheon-ის წარმომადგენლებს, რომელიც Patriot-ის სისტემებს აწარმოებს. მე მათ ვუამბე ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ს მიერ ჩვენს მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გაძლიერებული თავდასხმების შესახებ“, – წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს Raytheon-ის წარმოების სიმძლავრეები, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების გასაძლიერებლად თანამშრომლობის პოტენციური გზები და უკრაინულ-ამერიკული ერთობლივი წარმოების პერსპექტივები.
ში ადამიანების სიცოცხლის დაცვის გასაძლიერებლად გადაწყვეტილებები არსებობს და ჩვენ ყველა დონეზე ვმუშაობთ მათი რეალიზაციის უზრუნველსაყოფად. მადლობას ვუხდი Raytheon-ს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების მზადყოფნისთვის“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა