გორელი პედაგოგები კვალიფიკაციის ასამაღლებლად რუსეთში წავიდნენ. 2-კვირიანი ტრენინგები სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში გაიარეს – ინფორმაციას „ქართლის ამბები“ ავრცელებს.
,,პროგრამის ფარგლებში დავესწარით ლექციებს, მასტერ კლასებს პრაქტიკული დავალებებით, გავეცანით თანამედროვე ტექნოლოგიებს (ხელოვნური ინტელექტი, სლენგები), მათ შორის ლინგვოდიდაქტიკურ თამაშებს და მოკლემეტრაჟიანი ფილმების ანალიზს.
144 საათიან სასწავლო კურსს თან ახლდა კულტურული პროგრამა: თეატრი, მუზეუმები, სასახლეები, ერმიტაჟი, ფაბერჟეს მუზეუმი, გემით გასეირნება და ხიდების გახსნას და სხვა უამრავი ისტორიული, თუ კულტურული ღირშესანიშნაობა. დიდი მადლობა ჩემს უსაყვარლესს ლექტორს, პროგრამის ხელმძღვანელს და უფროსს მეგობარს…
უპირობოდ მიხარია და მიველასმები ყველა იმ ადამიანის მონდომებას, შრომას და წარმატებას, ვინც მუდმივ განვითარების პროცესშია და ცდილობს იყოს თავისი საქმის პროფესიონალი. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს ვისაც ჩემი წარმატება გაუხარდა“ — წერს გორის მერვე საჯარო სკოლის პედაგოგი.