„უნგრეთი მშვიდობის კუნძულია“ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბერს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ს პრეზიდენტ პუტინს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში შეხვდება.
ვიქტორ ორბანმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე გასულ ღამით დაწერა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, -რუსეთის სამშვიდობო სამიტის მზადება მიმდინარეობს. ორბანის სიტყვებით, „უნგრეთი მშვიდობის კუნძულია“.
ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილი შეხვედრა შესანიშნავი ახალი ამბავია მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხებისთვის და უნგრეთი ამისთვის მზად არის.
ტრამპისა და პუტინის შეხვედრა ევროკავშირის ტერიტორიაზე გაიმართება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს, რომელიც ს ხშირად აკრიტიკებს, ტრამპთან და პუტინთან კარგი ურთიერთობები აქვს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობის და გაზის შეძენა.
ბუდაპეშტში პუტინს არც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დაპატიმრება ემუქრება. 2025 წლის გაზაფხულზე უნგრეთმა სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
16 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას უახლოეს ხანში უნგრეთში შეხვდება. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ შეხვედრა სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, მოლაპარაკებების მიზანია უკრაინაში ომის შეწყვეტის გზების ძიება. ტრამპმა გაიმეორა, რომ ომი მას არ დაუწყია და პასუხისმგებლობა ისევ პრეზიდენტ ბაიდენს დააკისრა. ს განცხადებით, მას დახვდა სრული არეულობა, რომელსაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი მოჰყოლოდა, მაგრამ ეს არ მოხდება, უკრაინაში ომის დასრულებას ცდილობს ხალხის გადასარჩენად და სურს დაეხმაროს ევროპას, რომელსაც ომის დასრულება უნდა, მაგრამ ამის გაკეთება არ შეუძლია.
მოსკოვში 16 ოქტომბერს, ღამით გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ პუტინს და ტრამპს შინაარსიანი და გულახდილი საუბარი ჰქონდათ და დაუყოვნებლივ დაიწყება ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება.
უშაკოვის თანახმად, პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე „სრულად ფლობს სტრატეგიულ ინიციატივას”, მაგრამ მოსკოვი დაინტერესებულია „მშვიდობიანი პოლიტიკურ-დიპლომატიური გადაწყვეტით”.
დღეს, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ს შეხვედრა.
ფორუმი