ზელენსკი ამერიკაშია – “მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი Tomahawk-ებზე გაიგებს”

უკრაინის პრეზიდენტი, -ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ს თავდაცვისა და ენერგეტიკის კომპანიების წარმომადგენლებთან.
“უკვე ვაშინგტონში ვარ. დღეს შეხვედრები მაქვს თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებთან – მძლავრი იარაღის მწარმოებლებთან, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ჩვენი დაცვის გაძლიერება. კერძოდ, განვიხილავთ საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას. დღეს ასევე შევხვდები ამერიკული ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს. ახლა, როდესაც ფსონს დებს ტერორზე ჩვენი ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ და ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხვალ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან – და ჩვენ ველოდებით, რომ ტერორისა და ომის შეკავების იმპულსი, რომელსაც წარმატებით მიაღწიეს ახლო აღმოსავლეთში, ხელს შეუწყობს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ. პუტინი ნამდვილად არ არის უფრო მამაცი, ვიდრე ჰამასი ან სხვა ნებისმიერი ტერორისტი. ძალისა და სამართლიანობის ენა გარდაუვლად იმუშავებს რუსეთის წინააღმდეგაც. უკვე ვხედავთ, რომ მოსკოვი ჩქარობს დიალოგის განახლებას, როგორც კი Tomahawk-ების შესახებ გაიგებს. მშვიდობისა და საიმედოდ გარანტირებული უსაფრთხოების გარდა ალტერნატივა არ უნდა არსებობდეს და უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მალე დავიცვათ ხალხი რუსული დარტყმებისა და თავდასხმებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება!”. – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, 15 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს უკრაინის სურვილს, რომ ომში “შეტევაზე გადავიდეს.”
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ Tomahawk-ების გარდა უკრაინისთვის სხვა ვარიანტებსაც განიხილავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რას მოიცავს ეს.