ემანუელ მაკრონი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ღაზაში მძევლად აყვანილი პირების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების გაგრძელებას ითხოვს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მიმართვაში ამბობს, საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს, რათა მძევლები უვნებლად დაბრუნდნენ სახლებში.
“დღეს 7 ოქტომბრის თავდასხმიდან 100 დღე გავიდა. საფრანგეთი თავის შვილებს არ დატოვებს. სწორედ ამიტომ, მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები ისევ და ისევ უნდა განახლდეს. არასდროს დანებდეთ, რადგანაც ჩვენ არასდროს დავთანხმდებით მსხვერპლს. გავაკეთებთ ყველაფერს. გქონდეთ იმედი, რომ მძევლებს სახლებში დავაბრუნებთ,”- აცხადებს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს მოწყობილი თავდასხმის შემდეგ, ტყვეობაში, სავარაუდოდ, რჩება 150-მდე ადამიანი. ფრანგული მედიის ცნობით, მათ შორის, შეიძლება, იყოს სამი ფრანგი.

ასევე დაგაინტერესებთ

არავის უკვირს, რომ სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებულ უნივერსიტეტი გამოიყენება ერთ-ერთ პლატფორმად რადიკალიზმის გაღვივებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ სუს-მა გაშიფრა ეს ქსელი და ამ რადიკალურ გეგმებს არ უწერია განხორციელება

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მე-7 სამიტში მონაწილეობა, ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა აუცილებელია ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში კავშირების გასაძლიერებლად, ამ ძირითად საკითხებზე ევროპელ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობისაა

60%-ს ბევრად აღემატება ჩვენი პარტიული შედეგი ქვეყნის მასშტაბით, 65%-ზე მაღალია კახა კალაძის რეიტინგი, ჩვენი კვლევების თანახმად, 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს, ლოგიკურია „ლელოს“ გადაწყვეტილება კვლევების არგამოქვეყნები