ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრას გეგმავს ბუდაპეშტში

აშშ-ის პრეზიდენტი, იუწყება, რომ 16 ოქტომბერს ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბარი იყო “ფრიად პროდუქტიული”. ტრამპმა ეს დაწერა საათნახევარზე მეტი დროის შემდეგ მას მერე, რაც თავისი ქსელით, Truth Social-ით პუტინთან ლაპარაკის დაწყების შესახებ გაავრცელა ცნობა.
“პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დიდებული მიღწევა – რაზეც, მისი თქმით, ჩვენ საუკუნეები ვოცნებობდით. გულწრფელად მწამს, რომ ახლო აღმოსავლეთში წარმატება დაგვეხმარება ჩვენს მოლაპარაკებებში რუსეთ/უკრაინის ომის დასასრულებლად” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ით.
დონალდ ტრამპი, მათ შორის, იუწყება, რომ მან და პუტინმა ბევრი ილაპარაკეს ვაჭრობაზე რუსეთსა და -ს შორის ში ომის დასრულების შემდეგ. “საუბრის ბოლოს შევთანხმდით ჩვენი მაღალი რანგის მრჩევლების შეხვედრაზე მომავალ კვირაში. პირველ შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ასევე სხვა პირები, რომელთა სახელებიც დადგინდება. შეხვედრის ადგილი მოგვიანებით გაირკვევა”.
ტრამპი აცხადებს, რომ ამის შემდეგ ის და პუტინი ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდებიან, ომის დასრულების შესახებ სალაპარაკოდ.
17 ოქტომბერს თეთრ სახლში ჩადის უკრაინის პრეზიდენტი, . ტრამპის თქმით, ის და ზელენსკი განიხილავენ პუტინთან ამ სატელეფონო საუბარს და “ბევრ სხვა საკითხს”. ტრამპს არ უხსენებია სთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობა.
ფორუმი