ტრამპი და პუტინი სატელეფონო კონსულტაციას მართავენ

-ის პრეზიდენტი, აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს სატელეფონო კონსულტაციას მართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა ხუთშაბათს დაგეგმილი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის – ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე. ტრამპსა და პუტინს შორისა სატელეფონო საუბარზე ასევე იუწყებოდა გამოცემა Axios.
გავრცელებული მოლოდინით, პარასკევს თეთრ სახლში დანიშნულ შეხვედრაზე ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და კიევისთვის გრძელი რადიუსის დარტყმების შესაძლებლობების მიწოდების საკითხებს. ეს მოიცავს კიევისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასაც – რაც მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.
ახლახან, ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმა დაადასტურა, რომ არ გამორიცხავს უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებას – თუ არ მოხერხდება უკრაინაში ომის გაჩერება. ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯერ აპირებს რაკეტების საკითხი რუსეთთან განიხილოს. დამაზუსტებელი კითხვის პასუხად ტრამპმა ივარაუდა, რომ ეს, შესაძლოა, პუტინთან სატელეფონო საუბარში მოხდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?