ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ
ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება, – განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაია ბითაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა”.
დეპუტატმა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეაფასა, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოში FARA-ს კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვენ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვიწევს საერთაშორისო სამართლის მოშველიება და იმის აღნიშვნა, რომ უფრო და უფრო ხშირად გვაქვს საქმე საერთაშორისო სამართლის უპატივცემულობასთან. მაშინ, როდესაც მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სახელმწიფოთა თანასწორობა, ვენეციის კომისია, რომლის ვალია სამართლებრივი შეფასებების გაკეთება, გადავიდა პოლიტიკური განცხადებების მომზადებაში. პრაქტიკულად ჩვენ ეს პირველად არ ვიხილეთ საქართველოსთან მიმართებით. თქვენ გახსოვთ როგორი რუდუნებით ვემსახურებოდით ჩვენ ვენეციის კომისიას და საბოლოო ჯამში ჩვენ მათგან ვიღებდით აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა სამართალთან, დემოკრატიის საფუძვლებთან და თანასწორუფლებიანობასთან.
ამ შემთხვევაში ვენეციის კომისიამ პარადოქსული განცხადება გააკეთა, რომ თურმე FARA-ს მოქმედება -ში არის ნორმა და საქართველოში არ არის ნორმა. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ. ამაზე მეტი დისკრიმინაცია საერთაშორისო სამართალში ძნელად მოიპოვება“,- აღნიშნა ბითაძემ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ პირადად მისთვის, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტისთვის, ძალიან სამწუხაროა, როდესაც საერთაშორისო სამართალს გულმოდგინედ ანგრევენ, ძირს უთხრიან სხვა და სხვა პოლიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კონგლომერატში არიან გაერთიანებულები.
ვენეციის კომისია ამერიკული „ფარას“ კანონის ანალოგის გაუქმებას ითხოვს. კომისიამ შესაბამისი რეკომენდაცია გამოსცა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამერიკული „ფარას“ ანალოგი საქართველოში, კანონის უზენაესობას უქმნის საფრთხეს. კომისია აკრიტიკებს გრანტების, მაუწყებლობისა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა