უკრაინული მედია – უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის სარატოვის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა დაარტყეს.
„სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შემადგენლობაში შედის“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო