გერმანიის კანცლერის განცხადებით, ევროპული საბჭოს მომავალ სამიტზე ლიდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. სარეპარაციო სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირონ

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპული საბჭოს მომავალ სამიტზე ლიდერებს მოუწოდებს, რომ უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსებული ე.წ. სარეპარაციო სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირონ.
„ჩვენ ამის გაკეთება ომის გახანგრძლივებისთვის არ გვსურს, არამედ მის დასასრულებლად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
ფრიდრიხ მერცის წინადადება, უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსებისთვის 140 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდება.
„პუტინმა უნდა გაიგოს, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ შემცირდება, არამედ, პირიქით, გაიზრდება“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…