ამერიკელმა მებრძოლმა კორი სენდჰეგენმა არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან გამართული დაპირისპირება გაიხსენა. UFC-ის მებრძოლი დვალიშვილის მომდევნო ბრძოლასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს უდიდეს ენერგიას მოითხოვს.
“ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ მერაბს ასეთი ძლიერი დარტყმა ჰქონდა. რაც შეეხება მის მომდევნო ბრძოლას, ამის გამო ნამდვილი ცხოველია და მას უდიდეს პატივს ვცემ. არავინ ავალდებულებს, რომ ეს გააკეთოს, თუმცა ბრძოლა თავად სურს. დვალიშვილი უნიკალური მებრძოლია და წარმატებებს ვუსურვებ. პირადად მე, იგივეს არასდროს გავაკეთებ და ერთი ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე ასე სწრაფად არ დავბრუნდები”, – განაცხადა სენდჰეგენმა.
შეგახსენებთ, დვალიშვილმა სენდჰეგენი რამდენიმე კვირის წინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. “მანქანა” პიოტრ იანს 7 დეკემბერს, მეორედ დაუპირისპირდება.
“როგორ შეიძლება ამ ჩინელმა ბიჭმა თქვას, რომ ჩეჩენი რუსი არ არის?” – ჩიმაევი დვალიშვილის მომდევნო მეტოქეს დაუპირისპირდა
“მამიკო” მერაბმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რატომ არის საუკეთესო” – ჰენრი სეხუდო
“მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ” – მერაბ დვალიშვილი
დვალიშვილმა შემდეგი მეტოქე და ბრძოლის დრო დაასახელა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 7 დეკემბერს დაიცავს
“ჩემთან მხოლოდ 5 თეიქდაუნი ჰქონდა, რადგან როცა მაგდებდა ფეხზე აღარ ვდგებოდი” – შონ ომალი
“კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა” – სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
“ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო” – კორი სენდჰეგენი
