პერუში საპროტესტო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

პერუში საპროტესტო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას გამოცემა „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
პერუს დროებითი პრეზიდენტის, ხოსე ხერის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 32 წლის ედუარდო რუის სანსი გარდაიცვალა.
ამასთან, პერუს სახალხო დამცველის ცნობით, საპროტესტო აქციებზე შეტაკებების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ლიმაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები ქვეყანაში დანაშაულის ზრდის ფონზე მიმდინარეობს. ღამით გამართულ საპროტესტო აქციებზე დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, გასულ პარასკევს პერუს კონგრესმა პრეზიდენტი დინა ბოლუარტე თანამდებობიდან გადააყენა. ბოლუარტეს გადაყენებას „მუდმივი მორალური უუნარობის“ მოტივით 130 დეპუტატიდან 122-მა დაუჭირა მხარი.
აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე პერუს დროებითი პრეზიდენტის მოვალეობას კონგრესის ლიდერი, ხოსე ხერი შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – თუ შევხედავთ, რა ხდება სომხეთში, ნახავთ, რომ ფუნქცია, რაც საქართველოს ჰქონდა, ყოფილიყო რეგიონის ლიდერი, აღარ არსებობს – ივანიშვილის დანაშაულის და „ანტი ქართული ოცნების“ გამო კარგავს საქართველო ამ ფუნქციას

ჟან-ნოელ ბარო – პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წელში პირველად მოხდა – დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და აგრესიული ომი დაასრულოს