უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში მარკო რუბიოს შეხვდა

უკრაინის მთავრობის დელეგაცია ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
ანდრეი ერმაკის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მოლაპარაკებებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა და აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა მონაწილეობდნენ.
„უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის მომზადების საკითხები განვიხილეთ“, – წერს ერმაკი X-ზე.
ასევე, მისი თქმით, „განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო