ევროპის სამოგზაურო გამოცემების წარმომადგენლები და ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოში, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და ბლოგერებს მასპინძლობს.
საერთაშორისო მარკეტინგულ კომპანიასთან Aviareps თანამშრომლობის ფარგლებში, National Geographic Traveler Poland-ის, Reisereporter-ის, GEO France Magazine-ისა და სხვა პოპულარული სამოგზაურო გამოცემების 6 წარმომადგენელი თბილისს ეწვია. ფრანგმა, გერმანელმა და პოლონელმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ თიანეთს, ახმეტას, ალავერდს. კახეთში უცხოელი ჟურნალისტებისთვის კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ტურის მონაწილეებმა მოინახულეს ასურეთი, ფოკა, ვარძია, ასპინძა, აბასთუმანი. მედიის წარმომადგენლები ეწვევიან საირმეს, ბაღდადს, ქუთაისს, ვანსა და თერჯოლას.
პრესტურის მონაწილეები საქართველოს რეგიონებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტის „მზის კარის“ ობიექტებსაც ეწვევნენ.
„მზის კარის“ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალი, ნიშური შეთავაზების განვითარებას გასტროტურიზმის მიმართულებით და ქვეყნის მასშტაბით გააერთიანოს ისეთი მასპინძელი ოჯახები, რომლებიც სტუმრებს, რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძების გარდა, სთავაზობენ ავთენტურ, ოჯახურ გარემოში, ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის ტრადიციების გაცნობას; კერძის მომზადების პროცესში მონაწილეობასა და გასტრონომიულ ინტერპრეტაციას.
პრესტურის ფარგლებში, ევროპული მედიის წარმომადგენლები ონლაინ და ბეჭდური გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, ასევე პოსტებსა და სთორებს ატვირთავენ სოციალურ მედია პლატფორებზე საქართველოს კულტურული, გასტრონომიული და სათავგადავლო ტურისტული პროდუქტების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: მე უკვე ვიცხოვრე ასეთ ქვეყანაში, სადაც იყო მხოლოდ ერთი კარგი პარტია, მხოლოდ ერთი კარგი ტელევიზია, აკრძალული იყო აქციის გამართვა. მერე ნელ-ნელა მოვიპოვეთ ეს უფლებები. ვიბრძოლეთ, ვიშიმშილეთ… (ვიდეო)

ზვიად ქორიძე – ევროკავშირის სასწავლო პროცესის ციკლიდან გასვლა ნიშნავს, რომ საქართველო განათლების სივრცეშიც გამოქვაბულში აღმოჩნდება, სრულ განაკვეთზე პროფესორებისთვის ანაზღაურების გაზრდა კი მხოლოდ საცდურია, რომ კობახიძემ ვიღაც მიიტყუოს