აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ჟურნალისტებმა საშვები ჩააბარეს და პენტაგონი დატოვეს – „ესოშიეთიდ პრესი“

აშშ-ის მთავრობის მიერ დაწესებულ ახალ შეზღუდვებზე საპასუხოდ, ჟურნალისტებმა საშვები ჩააბარეს და პენტაგონი დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დეპარტამენტი 50-მდე ჟურნალისტმა დატოვა. მათ -ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მიერ მიღებული ახალი წესები უარყვეს, რომლის მიხედვითაც, რეპორტიორები გაძევების საფრთხის წინაშე დადგებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეეცდებოდნენ ისეთი ინფორმაციის გაშუქებას, რომელზე ნებართვაც ჰეგსეტის მიერ არ იქნებოდა გაცემული.
ცნობისთვის, ახალი წესები ჟურნალისტებს უკრძალავს თანმხლები პირისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე პენგატონის შენობის დიდ ნაწილში გადაადგილებას.
ამასთან, თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეტს უფლება ეძლევა, ჩამოართვას ჟურნალისტებს აკრედიტაცია, თუ ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოითხოვენ, რომლის გამოქვეყნებაც არ არის ნებადართული. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ წესები საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად და ჟურნალისტების პენტაგონში „ხეტიალის“ თავიდან ასაცილებლად მიიღეს. საუბარია ომის დეპარტამენტის ახალ მოთხოვნებზე, რომლებიც ჟურნალისტებს სექტემბრის ბოლოს გაუგზავნეს.
პენტაგონის ახალ წესებს, რომლებიც ჟურნალისტების მუშაობას ზღუდავს, მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც და აღნიშნა, რომ პიტ ჰეგსეტს ასევე შეუძლია მედიის წარმომადგენლების თეთრი სახლიდან გაყვანა, თუ ამას მოისურვებს.
1tv.ge