განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა – ამ სექტორებში ხელფასები ყველაზე დაბალია- გოგიტა თოდრაძე(bm.ge)

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო სექტორში ხელფასები ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულს. მან ამის შესახებ “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, სადაც უპასუხა კითხვას ხელფასის ზრდის ძირითად მამოძრავებელ სექტორებზე.
“თუ დავაკვირდებით სექტორულ ანალიზს, სახელმწიფო სექტორში არსებული ხელფასები გარკვეულწილად ჩამორჩება კერძო სექტორში არსებულ ხელფასებს. თუ ეკონომიკური ზრდის პარამეტრებსაც შევხედავთ, სადაც მაგალითად ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრი ზრდები შეინიშნება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, საფინანსო საქმიანობის სექტორში, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობის სექტორში. სწორედ ამ სექტორებშია საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი. განათლება, , სოფლის მეურნეობა – ამ სექტორებში ხელფასები ყველაზე დაბალია”, – თქვა გოგიტა თოდრაძემ.
2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2,212 ლარს შეადგენს.
bm.ge