რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმის, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს,
მათივე ინფორმაციით, აფეთქებები იყო ხარკოვში, კროპივნიცკიში, იზიუმსა და პოლტავაში.
მანამდე, საჰაერო ძალებმა რუსული MiG-31K-ის აფრენის შესახებ განაცხადეს და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსული რაკეტები დაფიქსირდა პავლოგრადის, დნეპრისა და პოლტავას მიმართულებებით.
