„ჰამასის“ მიერ გადაცემული კიდევ ორი მძევლის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ორი გარდაცვლილი მძევლის ცხედარი, რომელიც „ჰამასმა“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გადასცა, ს ტერიტორიაზეა გადასვენებული.
თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ცხედრებს იდენტიფიცირებისთვის ექსპერტიზა უტარდებათ.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად, „ჰამასს“ პირველი 72 საათის განმავლობაში ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი მძევალი უნდა დაებრუნებინა. თუმცა, მათ დარჩენილი 28 გარდაცვლილი მძევლიდან ისრაელს მხოლოდ დაახლოებით მესამედი გადასცეს.
„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელს გადასცა ყველა ცოცხალი მძევალი და ასევე ყველა ცხედარი, რომლის გადაცემაც შეეძლო და რომ დარჩენილი ცხედრების მოსაძებნად სპეციალური აღჭურვილობა სჭირდება.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ქვეყნის თავდაცვის ძალებს (IDF) დაავალა, მოამზადონ „ყოვლისმომცველი“ გეგმა, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის -ის პრეზიდენტ ს მიერ ღაზას სექტორში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებაზე და „საჭირო გახდება საბრძოლო მოქმედებების განახლება.
ამასთან, დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ განიხილავს ისრაელისთვის ღაზაში სამხედრო მოქმედებების განახლების ნებართვის მიცემას, თუ „ჰამასი“ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე და დასძინა, რომ ისრაელის ძალებს შეუძლიათ ბრძოლა განაახლონ როგორც კი ის „ერთ სიტყვას“ ეტყვის.

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია