“დღეს შემხვდა რუსი, ხალხნო, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა მართვის მოწმობის ასაღებად” – ლაშა ბერულავა

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:
საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ზუგდიდში რომ ჩამოდიოდნენ მართვის მოწმობის პრაქტიკის გამოცდის ჩასაბარებლად, ეგ ვიცოდი, მაგრამ დღეს შემხვდა რუსი, ხალხნო, რომელიც რუსეთიდან ჩამოვიდა საქართველოში მართვის მოწმობის ასაღებად და, პირდაპირ ზუგდიდში.
თანაც, გახარებული იყო ეგ შობელძაღლი, მთელ ქალაქში შუქი არ იყო, არც შუქნიშნები მუშაობდა და რახან ფორსმაჟორი ოყო, არც შუქნიშანზე ჩამომაკლეს ქულებიო, არც ზებრაზე და პირველი მცდელობითვე ჩავაბარე, ახლა თბილისში დავბრუნდებიო.
კი მაგრამ ზუგდიდი რატომ იქცა ერთი მხრივ, მართვის მოწმობების ტურისტულ ცენტრად და მეორე მხრივ, არატურისტებისგან რატომ მესმის სულ, განგებ გვჭრიან, 5 ან 6 გასვლაა საჭირო, თუნდაც მაგარი გამოცდილი მძღოლი იყოო?
ეს “განგებ” რანაირად ხდება? ჩემ დროს კომპიუტერი გაკლებდა ქულებს და გამომცდელი უბრალოდ იჯდა, ვერც კი დაგელაპარაკებოდა.
ახლა რატომ აგინებენ გამომცდელებს, რა შეიცვალა?

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა