“აგერ ვარ ეუთოში და ეგეთი შინაარსის კითხვაც კი არ დაუსვამთ – 4 ოქტომბერი მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყო ჰაიპში” – პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია:
ფეუსბუქზე შემხვდა აზრი, რომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო დასავლეთი გაგვკიცხავს ან ნდობას დაკარგავს ჩვენ მიმართ თუ რაღაც…
რაც რეალურად საფუძველს მოკლებული ისტერიკაა. აგერ ამ დღეებში ვარ ეუთოში და ფორუმ 2000 და ეგეთი შინაარსის კითხვაც კი არ დაუსვამთ და საერთოდ 4 ოქტომბერი მხოლოდ ქვეყნის შიგნით იყო ჰაიპში და გარეთ – არა. ზოგადად დასავლეთი თავისი სიბრძნით და გამოცდილებით შემდეგ პოზიციაზე დგას:
1. იცის, რომ რუსული რეჟიმი გვმართავს. (ქართველების მნიშვნელოვანი ნაწილი ამას ვერც კი ხვდება ჯერ).
2. უპირობოდ მხარს უჭერს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მოძრაობას მოღალატე რეჟიმის პირისპირ.
3. არ ერევა და არ გვკიცხავს ჩვენ თავგანწირულ და ზოგჯერ სასოწარკვეთილ ბრძოლაში. თავში აზრად არ მოსდით რომ აკრიტიკოს ქართველი ხალხი, ან თუნდაც 4 ოქტომბერი, მთელი თავისი პლიუსებითა თუ მინუსებით. მხოლოდ გვითანაგრძნობენ.
4. გულწრფელად წუხს ოპოზიციური პარტიების სისუსტეზე, მაგრამ ისიც იცის, რომ დიქტატურაში ოპოზიცია დაჩაგრული და დასუსტებულია რეჟიმის მიერ.
ასე რომ ნუ ვდგამთ ცრუ დრამას და ნუ ვახევთ ერთმანეთს სახეს ამ 4 ოქტომბრის გამო. იქნებ ზოგადად ერმა მივიღოთ მომხდარი გაკვეთილად და გამოცდილებად, რომ იგივე აღარ დაგვემართოს მომავალში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა