ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტერიალი, “რამშტაინის” ფორმატის შეხვედრა და ნატო-უკრაინის საბჭო

15 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართა ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა, აგრეთვე ნატო-უკრაინის საბჭოს არაფორმალური შეხვედრა და ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატის – იგივე „უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები უძღვებოდნენ.
ჰააგის სამიტის შემდეგ ნატოს თავდაცვის მინისტრები პირველად შეიკრიბნენ და ამ შეხვედრის ფონი არის ბოლო დროს ალიანსის საჰაერო სივრცის დრონებითა და თვითმფრინავებით დარღვევის სულ უფრო გახშირებული შემთხვევები. ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა:
„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ დავრჩებით თავდაცვით ალიანსად. მაგრამ არაფერი შეგეშალოთ – ეს თავდაცვითი ალიანსი მზად არის და აქვს ნება გააკეთოს, რაც საჭიროა, რომ დავიცვათ ჩვენი მილიარდი ადამიანისა და ჩვენი ტერიტორიის უსაფრთხოება“.
თავდაცვის მინისტერიალში -ს პირველად წარმოადგენდა პიტ ჰეგსეთი. მან განაცხადა, რომ ომი ში ს პრეზიდენტობისას არ დაწყებულა, მაგრამ სწორედ მისი ქვეყნის სათავეში ყოფნისას დასრულდება. ჰეგსეთმა მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ ინვესტირება “უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზებული სიის” (PURL) ინიციატივაში, რომელმაც ჩაანაცვლა უკრაინისთვის აშშ-ის მიერ იარაღის დონაცია და ახლა ევროპელი მოკავშირეები იხდიან ამერიკული იარაღის ღირებულებას:
“მშვიდობას მაშინ აღწევ, როცა ძლიერი ხარ. არა მაშინ, როცა ძლიერ სიტყვებს იყენებ ან ვინმეს თითს უქნევ, არამედ შენ მას აღწევ, როცა გაქვს ძლერი და რეალური შესაძლებლობები, რომლებსაც მოწინააღმდეგეები პატივს სცემენ”, – განუცხადა ჰეგსეთმა ნატოს შტაბბინაში ჟურნალისტებს.
მინისტერიალზე მსჯელობისას გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტი. მათ შორის იყო თავდაცვაში ინვესტირების გაზრდა და ინოვაციური ადაპტაცია ახალ საფრთხეებთან. ბოლოდროინდელი ინციდენტების ფონზე, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ დრონების საწინააღმდეგო დამატებით ზომებს, ნატოს შესაძლებლობების გასაზრდელად. ეს მოიცავს დრონების საწინააღმდეგო ინტეგრირებული სისტემების გამოცდას „აღმოსავლეთის მცველის“ ინიციატივის ფარგლებში, აგრეთვე თანამშრომლობას ევროკავშირთან და კერძო სექტორთან სწრაფი ინოვაციისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაქო ყველა აქტორის სწრაფი რეაგირება:
„მიმდინარე თვის დასაწყისში შეიკრიბა 9 მოკავშირე სახელმწიფო, უკრაინასთან ერთად, რომ მხარი დაეჭირა დანიისთვის დრონების პოტენციურ საფრთხესთან გამკლავებაში. ვფიქრობ, ეს არის სწრაფი და ეფექტიანი თანამშრომლობის ძლიერი მაგალითი და ეს შესაძლებელია ნატოს მეშვეობით“.
მოკავშირეებმა გამოხატეს უკრაინის მიმართ ურყევი მხარდაჭერა, მათ შორის ნატო-უკრაინის საბჭოზეც, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის თავდაცვის მინისტრი დენის შმიჰალი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, აგრეთვე – „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის“ შეხვედრაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ზამთრის პირას ს მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების ფონზე მოკავშირეების როლი მეტ მნიშვნელობას იძენს:
„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისთვის კრიტიკული მნიშვნელობის არის და ის უცვლელ ტემპში გაგრძელდება“.
15 ოქტომბერს ბრიუსელში ც„უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის“ – იგივე ე.წ. „რამშტაინის“ ფორმატის – 31-ე შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები უძღვებოდნენ. შეხვედრაზე დენის შმიჰალმა პარტნიორებს მოახსენა უკრაინისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტებზე: „უკრაინის საჭიროებათა პრიორიტიზებული სიის“(PURL) ინიციატივა, უკრაინული დრონები და რაკეტები და სარაკეტო დარტყმების მანძილის გაზრდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წვლილი შეიტანა PURL-ის ინიციატივაში და ხაზი გაუსვა PURL-ის 2025 წლის სამოქმედო გეგმის სრულად შესრულების მნიშვნელობას.
„იმედს ვამყარებთ განგრძობად კოორდინაციასა და დაფინანსებაზე, დროული მოწოდების უზრუნველსაყოფად. მომავალ წელს PURLის მოთხოვნები სავარაუდოდ 12-დან 20 მილიარდ დოლარს შორის იმერყევებს“.
შმიჰალი აგრეთვე შეეხო უკრაინული დრონებისა და რაკეტების წარმოების ხელშეწყობისთვის მყისიერი 4 მილიარდი დოლარის საჭირობას. მისი თქმით, თუკი პარნტიორები აუცილებელ დაფინანსებას უზრუნველჰყოფენ, უკრაინა 2026 წელს შეძლებს აწარმოოს 10 მილიონი დრონი, მათ შორის – FPV, ISR და სხვა სახის დრონები, რომლებიც აუცილებელია ფრონტის ხაზის შეკავებისთვის.
„ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებელი დრონები და რაკეტები საშუალებას გვაძლევს ასიმეტრიული პასუხი გავცეთ რუსეთის თავდასხმებს. ჩვენი მონაცემებით, მტერი განიცდის ბენზინის 20%-მდე დეფიციტს“
საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროა შორი მანძილის საარტილერიო მასალით მომარაგების გაზრდა. გამოხატა მადლიერება ერთობლივი შესყიდვის ინიციატივისთვის:
„ამ ზამთარს გვექნება აგრეთვე გადამტაცების, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და მიწა-ჰაერისა და ჰაერი-მიწის რაკეტების სასწრაფო საჭიროება – NASAMS-ის, IRIS-T-ის სისტემებისა და F-16 ტიპის თვითმფრინავისთვის“.
დენის შმიჰალმა ხაზი გაუსვა უკრაინის თავდაცვის საჭიროებების დაფინანსების მნიშვნელობას და მოუწოდა პარტნიორებს დაეხმარონ უკრაინას ამ ხარჯის ნახევრის – 60 მილიარდი აშშ დოლარის დაფარვაში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპტიმალური იქნებოდა, თუ ევროპელი პარტნიორები გამოყოფდნენ მშპ-ს მინიმუმ 0.25%-ს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად. მეორე გზა არის რუსეთის გაყინული ქონების საფუძველზე სესხის გამოყოფა.
„მადლობას ვუხდით პარტნიორებს უკრაინისადმი მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის. თქვენი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური დახმარება გადამწყვეტია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია ჩხრეკს – ასევე, ერთ პირს პირბადის, მეორეს კი ჩაფხუტის ტარების გამო, სავარაუდოდ, სამართადარღვევის ოქმები შეუდგინეს

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა