‘ამის დასაცავად იბრძვის ხალხი 725 დღეა” – სალომე სიმონია

რასაც ფოტოზე ხედავთ, ამის დასაცავად იბრძვის ხალხი ბალდაში 725 დღეა. სწორედ ამ ბუნების დამაზიანებელი პროექტის, ადგილობრივებისგან მალულად და კვლევების გარეშე გაკეთების გამო უჩივიან ბალდელები დაცული ტერიტორიების სააგენტოს. იმ სააგენტოს, რომლის ერთმა ყოფილმა თავმჯდომარემ ბალდის კანიონი და კიდევ 10-მდე ბუნების ძეგლი მიისაკუთრა და ბიზნესად აქცია. მეორე თავმჯდომარემ – კორუფციაზე თვალი დახუჭა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. მესამემ – ადამიანი და ბუნება არ მაინტერესებს, მთავარია პროექტი ჩამბარდესო, განაცხადა. იმ სააგენტოს, რომელმაც თქვა, სად ვსდიო ახლა ყველგან ხალხს და რატომ უნდა ვუთხრა, სად, რას გავაკეთებ. ეს ტერიტორიები ჩვენი საკუთრებააო. რომელმაც 725 დღიან მშვიდობიან პროტესტს დესტრუქციული უწოდა, აბუჩად აიგდო. თანამდებობის პირები ხან გამარჯობას არ ეუბნებოდნენ ხალხს და ხან ცილს სწამებდნენ. იმ სააგენტოს, ვინც ხალხი გაიმეტა ამდენი ტანჯვისთვის, უკანონო დაჭერისთვის, კომპანიის დირექტორის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობისთვის. დაჩეხვისთვის. ხვალ ბალდელების სარჩელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება და მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია იტყვის: ● ქვეყანაში კანონი მოქმედებს თუ არა.
● ბუნება უფრო ღირებულია თუ ფული.
● ადამიანის უფლებები დაცულია თუ მხოლოდ საკუთარ ინტერესებს იცავენ.
● კორუფცია ყველას მხრიდან მხარდაჭერილია თუ არა.
● მშვიდობიან წინააღმდეგობას აქვს აზრი თუ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ყველაფრის იმედს გვიკლავენ. ღირსეული სოფელი ბალდა არ აპირებს არც მისი მიწა-წყლის დათმობას, არც ჩაგვრასთან და უსამართლობასთან შეგუებას, მაგრამ ხვალ ბევრი რამე გახდება ცხადი – ბევრისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა