ლევან სუთიძე: ქალბატონ ირმა ინაშვილს ნეოქოცებისგან განსხვავებით თავში ჭკუა აქვს და ზუსტად იცის, რომ ეგეთ ქვეყანაში კარგად ვერც თავად იცხოვრებს და ვერც მისი შვილები

ჟურნალისტი ლევან სუთიძე:
ირმა ინაშვილიც კი, რომლის პოლიტიკური რიტორიკაც ნაციონალური მოძრაობის გაუქმებაზე იყო დაფუძნებული, ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მის სიტყვას ხორცი შეესხმებოდა. მარტივი მიზეზის გამო: ირმა ინაშვილს არასდროს უფქირია, რომ მოუწევდა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს პოლიტიკური გზავნილი კი არა, პრაქტიკა იქნებოდა.
ახლა, როცა დაინახა, შეშფოთდა. შეშფოთდა იმიტომ, რომ ქალბატონ ინაშვილს ნეოქოცებისგან განსხვავებით თავში ჭკუა აქვს და ზუსტად იცის, რომ ეგეთ ქვეყანაში კარგად ვერც თავად იცხოვრებს და ვერც მისი შვილები.
ირმა ინაშვილი ამ გაგებით პოლიტიკოსია და არა იდიოტი, რომელსაც არ შეუძლია კალკულაცია, სად შეიძლება მიდიოდეს პარტიების აკრძალვის პროცესი.
აღსანიშნავია, რომ ქართულ დემოკრატიას ყველაზე დიდი ზიანი ივანიშვილმა მათი ხელით მიაყენა, ვინც რბილ ქოცებად განიხილებოდნენ. გულწრფელად ვიტყვი, რომ “ძველ გვარდიას” ადამიანურობის მინიმუმი ჰქონდა, ქართულად მეტყველებდა და პოლიტიკური ანბანი ესმოდა. აცნობიერებდა, რომ ერთხელ აუცილებლად გადაისვრიან ღობის იქით და გამომქომაგებელი დასჭირდება.