Stellantis-ი აშშ-ში წარმოების განვითარებაში 13 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს

ევროპულმა ავტომწარმოებელმა Stellantis NV-მ განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 13 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების გასაფართოებლად და ამ ძირითად ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად.
კომპანიის საუკუნოვანი ისტორიის ყველაზე დიდი საინვესტიციო პროგრამა ხუთი ახალი მოდელის და ახალი ოთხცილინდრიანი ძრავის წარმოების დაწყებას მოიცავს.
ასევე იგეგმება ასაწყობი ქარხნის Belvidere Assembly Plant–ის ხელახლა გახსნა, რათა გაიზარდოს Jeep Cherokee-სა და Jeep Compass-ის მანქანების წარმოება ამერიკის ბაზრისთვის. ქარხანამ შესაძლოა ფუნქციონირება 2027 წელს დაიწყოს.
მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში Stellantis-ის ქარხნებში ოპერაციების გაფართოების შედეგად, შეიქმნება 5000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი და ავტომობილების წარმოების მოცულობა 1,5-ჯერ გაიზრდება.
ვრცლად interfax – ზე