„ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

ბოლო სამი წლის განმავლობაში გავაუმჯობესეთ დასაქმების მაჩვენებელი, სულ 190 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ეს დასაქმების თვალსაზრისით, დადებით ტენდენციას ასახავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა Gulf News-თან ინტერვიუში აცხადებს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ).
„2020 წელს ერთ სულ მოსახლეზე მშპ დაახლოებით 4 250 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2024 წლისთვის ის დაახლოებით 9 000 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ ეს დადებითი ეკონომიკური ტრაექტორია. ეს ზრდა დადებითად მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე, დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე გავაუმჯობესეთ დასაქმების მაჩვენებელი, სულ 190 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ეს დასაქმების თვალსაზრისით დადებით ტენდენციას ასახავს.
ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს, რომლებზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციის გაძლიერება და პარტნიორობის დამყარება. მრავალ ვიზიტს ვახორციელებთ მეზობელ ქვეყნებში და ფართო რეგიონში. ეს ვიზიტები ხელს უწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას და საქართველოს, როგორც ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი ცენტრის, როლის გაძლიერებას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს